ცხოვრება ასეთიც და ისეთიც

ბლოგი დიდი ხნის წინ შევქმენი , იმიტომ რომ წერა მომწონდა. მაშინ თინეიჯერი გოგონა, საკუთარი თავის ძიებაში გადაკარგული, ვერ ვხვდებოდი რამხელა ანტიდეპრესანტით ვიყავი შეპყრობილი.

ჰო ეს მე ვარ, ადამიანი, რომელსაც წერა მოსწონდა და საერთოდ არ ადარდებს მის ნაწერს სხვები როგორ შეაფასებენ, ეს ერთადერთი რამაა, რასაზეც სხვების აზრი ფეხებზე მკიდია. იმიტომ რომ ეს ჩემი სიცეა, მე შევქმენი და რასაც მინდა და როცა მინდა ისე დავწერ. (ამ ფრაზაზე ვგიჟდები)

ბოლო პოსტო გარდასულ ხანაში მაქვს ატვირთული, აი მაშინ, როცა ჩაგვკეტეს და სახლებიდან და პირბადეებიდან ცხვირის გამოყოფა აგვიკრძალეს. იმდენი ემოცია გადავიტანეთ ერთდროულად, რადენიც ჯიულ ვერნმა, ,,ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო” წერისას,

პ.ს წარმოდგენა არ მაქვს რას განიცდიდა ავტორი ამ სათავგადასავლო წიგნის წერიას. იმიტომ ავღნიშნე, რომ უცებ თავში ამომიტივტივდა და თქვენც თუ წაიკითხავთ განათლებული გეგონებით. ბეგბედერიც ხომ ზუსტად ამიტომ წერს უამრავ სახელს და ფრაზას თავის წიგნში, რომ დაგაბნიოთ და გაგრძნობინოთ, რომ წასაკითხი კიდევ ბევრი გაქვთ.

სინამდვილეში უნდა იცოდეთ რა გინდათ ცხვორებაში აი მერე ყველაფერი მარტივდება.

მე ჯერ ვერ გავიაზრე ჩემი აზრი ამ დედამიწაზე, მაგრამ მომავალ იმედის თვალით ვუყურებ. ისე, როგორც პატარა პრინცი მთვარეს.

სხვა პოსტებსაც თუ წაიკითხავთ ნამეტნავად დეპრესიული ადამიანი მოგეჩვენებით. მაგრამ ეს ხომ ნორმალურია. დღის განმავლობაში ყველანი სანგვინიკები, მელანქოლიკები და დეპრესიულები ვართ. რაღაც პერიოდში კი ბედნიერები.

ბებიაჩემი მშორმელი ქალი იყო, სოფელში ცხვოროვდა , განათლებით არ გამოირჩეოდა მაგრამ ზრდილობიანი იყო, თავაზიანობის და ეტიკეტის სრულ კურს ფლობდა. ერთხელ ვკითხე ბედნიერი როდის იყავითქო და იცით რა მიპასუხა? ვაჟი რომ შემეძინაო. მის გარდა კიდევ ორი გოგო ყავდა და როცა ცანცარა ბავშვი კითვას ვუსვამდი ალბათ 70 წელს ზევით იქნებოდა. მძიმე სენი ქონდა შეყრილი და რამოდენიმე წელში გარდაცვალებას უქადაა. ჰოდა თითმის საუკუნის განმავლობაში მხოლოდ მაშინ იყო ბედნიერი, როცა საკუთარმა ბიოლოგიურმა მექანიზმა ენდორფინების კორიანტელი დააყენა მის გონებაში, ისიც იმიტომ რომ მშობიარობისგან მიღებული გაუსაძლისი ტკივილის კომპენსაცია მოეხდინა. ეს ხომ ჰორმონების ქაოტურობის შედეგი იყო. მე ჭეშმარიტი ბედნიერება ვიგულისხმე. მას შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობ სამოცდაათი წლის განმავლობაშ, როგორ შეიძლება ერთი ბედნიერი მომენტი ჰქონოდა??? ალბათ მეორე მსოფლიო ომ გამოვლილ, უმამოდ , და -ძმის გარეშე გაზრდილ, 90-იანი წლების გაჭირვების მნახველა ცხვორება მხოლოდ ტანჯვად წარმოედგინა და მხოლოდ იმ ერთხელ მისცა საკუთარ თავს უფლება ბედნიერი ყოფილიყო.

ჰოდა ბედნიერი მომენტების შეგროვა დავიწყე. მას მერე როცა ქაოტურად მოძრავი ჰორმონები ჩემს იერარქიულად ყველაზე დესპოტ ნეირონებს აიძულებენ ბედნიერება შეიგრძნოს, უბრალოდ ვჩერდები და ვამბობ რომ ბედნიერი ვარ. ვცდილობ ვაიძულო თეთრი ნივთიერება ღრმა ჩაიწეროს და დეპრესიულობისას შემახსენოს რამდენად გამიმართლა ცხოვრებაში.

წერა მშველის. ყოველთვის მშველოდა და ალბათ ასეც იქნება. ბედნიერების თუ უბედურების წყალობით ჩვენ მაინც ადამიანები ვართ.

პ.ს თუ გონება როგორმე გამინათდება, აუცილებლად მოგიყვებით როგორ შემოვირიგე ადამიანი, რომელზეც ჯერ მე გავბრაზდი, მერე თავად ის და ახლა მე აღარ მომწონს გაბრაზებულ ადამიანდ ყოფნა. მოკლედ ცოტა ჩახლართული ამბავია, განხლართვას აუცილებლად შეგატყობინებთ,

ერთი სურვილი

ვინმემ რომ მკითხოს ყველაზე მეტად რა გინდაო?

ცხოვრებაში პირველად ამაყად ვუპასუხებ. იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად ზუსტად ვიცი რაც მინდა..

ლონდონში წასვლა მინდა..

რა ვარიანტს აღარ განვიხილავ.. ალბათ თავში უამრავი დეტალი დავაწყვე , თუმცა მივხვდი, რომ ეს მიუღწევადია.. შეუძლებელია, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვიმეორებ, რომ ლონდონში წასვლა მინდა… უზომოდ ყველაფერზე მეტად..

ეს აზრი მანადგურებს,, შიგნიდან მღრღნის და მოსვენებას მიკარგავს..

არ შემიძლია ვიყო ერთი.. ვაკეთო ერთი საქმე.. მთელი ცხოვრება სხვადასხვა რამეს ვაკეთებდი.. მაგრამ ყველაფერზე უაზრს ვიტყოდი.. ჩემს გეგმებზე,.. პროფესიაზე.. ოღონდ შემეძლოს წასვლა.. თუნდაც საცხოვრბელად , თუნდაც სასწავლებლად.. ოღონდ მასთან ერთად..

მეშინია…

ძალიან მეშინია, რომ ვერ გადავიტან… უმისობას კი არა??

მეშინია, რომ როცა წავა დავადანაშაულებ.. გავბრაზდები.. ყველა იმ ფაქტს გავიხსენებ, რომელიც მარწმუნებს, რომ არ უნდა მიყვარდეს.. მეშინია  რომ ეს ყველაფერი დამთავრდება

მეშინია. რომ შეიცვლება.. ის აღარ იქნება როგორსაც ვიცნობ, თუმცა ვიცი რომ ასე არ იქნება.. ვენდობი და მიყვარს..

მეშინია ჩემი შიშების.. ჩემი აზრების.. მეშინია რომ ვერ გავუმკლავდები…

მიყვარს… ან არ მიყვარს.. ან მივეჩვიე..

ან თავს ვიმშვიდებ, რომ როცა იქიდან ჩამოვა ყველაფერი კარგად იქნება..

ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ ვერაფერს ვერ მივაღწიე. იმის მიუხედავად, რომ გარშემომყოფები ფიქრობენ, მაგარი ტიპი ვარ…

ბოლო დროს სულ ცუდ ხასიათზე.. სულ გაღიზიანებული.. ეს ფიქრები არ მტოვებს..

მინდა მალე მოვიდეს სექტემბერი.. მინდა რაღაც შეიცვალოს..

ამბობენ, როცა არ ელი ზუსტად მაშინ იცვლება ყველაფერიო.. ჰოდა მე ველი..

ველი სასწაულს, სიურპრიზს…

არ ვიცი უნდა თუ არა ჩემთან ერთად წასვლა..

სასოწარკვეთილ პოსტს როცა ვწერ.. ვერ ვხვდები რა მინდა..

ნუთუ მართლა ასე ჯობია… მისთვის, ჩემთვის, ჩვენთვის..

არსებობს კი ნამდვილი ჩვენ?

იქნებ შევეჩვიეთ ერთმანეთს…

ამბობენ:,, თვალი თვალს, რომ მოშორდება გული გადასხვაფერდებაო”

არ მჯერა ნაამბობის.. არ მჯერა ფაქტების..

მხოლოდ სურვილების.. ოცნებების მინდა მჯეროდეს..

ეს ფიქრი.. მომავლის გეგმები… ყველაფერი ეს მაცოფებს… ცუდ ხასიათზე მაყენებს.. და მაიძულებს პოსტი დავწერო.. ყველაფერი ვთქვა.. ვწერო გაუჩერებლივ.. და მერე წავიკითხო.. როცა ის აქ არ იქნება.. რამდენიმე კილომეტრის იქით იქნება…

ოცნებები ხდება??

 

თავი I

არაფერი შეედრება სამსახურიდან გამოსულზე დაღლილ დაქანცულზე, ჰაერი, რომ შემოგასკდება სახეზე და  უძილობისგან დავიწროვებულ თვალებს ამოგწმენდს. იმ ერთ წამს, რომელიც ყველაფერს გავიწყებს და გააზრებინებს, რომ ცოცხალი ხარ.

არაფერი შეედრება დაღლილ, დაქანცულზე,( აი ისეთზე ფეხები დასიებული, რომ გაქვს აქეთ იქით სიარულისგან, თავი გისკდება იმ ინფორმაციების გამო რაც დღის (ან ღამის) განმავლობაში მოისმინე, დაინახე, გაიაზრე ან უბრალოდ დავიწყებას ცდილობ) სახლში მივსვლას, წყლის გადავლებას და თბილ საწოლში ჩაწოლას. მაშივე, რომ ითიშები და გაღვიძებისას ხელის, ფეხის ან სახის დაბუჟებას გრძნობ. იმიტომ, რომ მთელი ეს დრო გაუნძრევლად გეძინა. სისზმრების გარეშე უბრალოდ გათიშულს. თითქოს შენი ტვინი restart-ს აკეთებს და შენთვის არ სცალია.

ეს მისი ცხოვრება იყო. ადამიანის, რომელმაც აირჩია სხვა ადამიანები შეესწავლა და მათ დახმარებოდა. ახლა 22:30 ზე, როცა თითმის ყველაფერი მოილია, რაც კი გასაკეთებელი ჰქონდა,  ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე, რომელზეც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აწუხებდა.

,,რა ადვილია კომპიუტერის კლავიატურაზე წერა, საერთოდ არ ჰგავს ძველ მეთოდს. უფრო სწრაფია და რაც მთავარია შეგიძლია  undo ღილაკი გამოიყო და დააბრუნო წამი, წუთი ან საათიც კი. გადაჯღაბვა ან გადასწორებაც აღარ გიწევს.

ცოხვრებაშიც ასე რომ იყოს, რამდენი კარგი რამ მოხდებოდა? ან უბრალოდ ქაოსი დაისადგურებდა, რეალობა დაიკარგებოდა და ჩავიძირებოდით გამოგონებულ, ხელოვნურად შექმნილ სამყაროში, რომელიც ჩვენთვითონ შევქმენით.

უცნაური არაა? ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა.. ჩვენ, ადამიანთა მოდგმამ კი ყველანაირი ბოროტება შევქმენით და ასე დავიწყეთ ერთმანეთის განადგურება. ნეტავ იქ, ზეცაში გადარჩენილ სიცოცხლეებს გითვლიან, თუ მათსას ვისაც ვერ დაეხმარე,’’

 

life-008